ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, “მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. TV25-ის ცნობით, მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ. მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მანქანაში ნარკოტიკი აღმოაჩნდა 

პოლონეთში 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც BMW-ს მარკის მანქანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა. ,,35 წლის კაცის მანქანის ჩხრეკისას ვიპოვეთ ორი ტომარა ფხვიერი ნივთიერებით და შუშის კასრი, თეთრი გაურკვეველი ფხვნილით. ის დავაკავეთ და გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ნარკოტესტი გაუკეთეს,” – აცხადებს გდანსკის პოლიცია.

მეტი...

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა

თბილისის  მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური  მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის  მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა. გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო  მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა  და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ  უკანონო  ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ  სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ  მიიღონ ფინანსური ზარალი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,  თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში,…

მეტი...

შსს-ის აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე – 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე. სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია.  პოლიციას მომხდარის შესახებ გატააცებულის დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. 19 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ,,ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ”,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.    

მეტი...

ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ ნახევარფინალშია

ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა და კონკურსის ნახევარფინალშია. „ამერიკული ოცნება რეალურია და მე ასე ვცხოვრობ! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას“ – წერს ნინი ბრეგვაძე.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  აშშ-ის სენატორებისთვის დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  აშშ-ის სენატორებისთვის დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი გააუქმა. ამ ეტაპზე ბრიფინგის გაუქმების მიზეზი უცნობია. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს.  

მეტი...

მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სად ჯანდაბაში ხართ? – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,მე მოვისმინე ძალადობის გულის ამაჩუყებელი ისტორიები”- ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებსა და გაერო-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციები ხმამაღლა არ საუბრობენ „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ქალების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ. „მე მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში გვიან ღამით მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

გორის ერთ-ერთ სოფელში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს. გამოცემა “ქართლის” ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გარკვეული ჯგუფის წევრები ქსელურ მარკეტში საყიდლად შედიოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ყველის ნაწარმზე დანაკლისი პროდუქტის აღრიცხვისა და გადაბარების დროს აღმოაჩინეს. შემდეგ ჩანაწერები ნახეს, სადაც ეწერა, რომ ახალგაზრდები ყველის ნაწარმს იღებდნენ და შემდეგ მარკეტიდან გადიოდნენ. გამოძიების დეტალები მაღაზიის წარმომადგენლების უცნობია.

მეტი...

ყველა ჯარისკაცი, რომელსაც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ჯარისკაცი, რომელსაც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს. „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე, ვინც მას იცავს, უზრუნველყოს მათი ყველა საჭიროება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ დაცვაზე და ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე. ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, იღებს საკუთარ საცხოვრებელს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, ოქროს ვარსკვლავის ორდენის მფლობელი გახდა. ყველა, გამონაკლისის გარეშე”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

რუსი ქალები ქმრების, შვილებისა და ძმების უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებას ითხოვენ – მედია

რუსი ქალების მოძრაობა, რომელსაც სათავეში მარია ანდრეევა უდგას, ქმრების, შვილებისა და ძმების უკან დაბრუნებას ითხოვენ უკრაინის ფრონტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით,  მარია ანდრეევას ქმარი წელიწადზე მეტია უკრაინაში იბრძვის. ,,ჩვენ გვსურს ჩვენი კაცების დემობილიზება, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ – ან უფრო მეტიც“, – განაცხადა  ანდრეევამ.

მეტი...