მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სად ჯანდაბაში ხართ? – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,მე მოვისმინე ძალადობის გულის ამაჩუყებელი ისტორიები”- ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებსა და გაერო-ს აკრიტიკებს.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციები ხმამაღლა არ საუბრობენ „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ქალების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ.

„მე მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები