რუსი ქალები ქმრების, შვილებისა და ძმების უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებას ითხოვენ – მედია

რუსი ქალების მოძრაობა, რომელსაც სათავეში მარია ანდრეევა უდგას, ქმრების, შვილებისა და ძმების უკან დაბრუნებას ითხოვენ უკრაინის ფრონტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით,  მარია ანდრეევას ქმარი წელიწადზე მეტია უკრაინაში იბრძვის.

,,ჩვენ გვსურს ჩვენი კაცების დემობილიზება, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ – ან უფრო მეტიც“, – განაცხადა  ანდრეევამ.

მსგავსი თემები