ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ ნახევარფინალშია

ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა და კონკურსის ნახევარფინალშია.

„ამერიკული ოცნება რეალურია და მე ასე ვცხოვრობ!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ!

ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას“ – წერს ნინი ბრეგვაძე.

მსგავსი თემები