ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, “მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

TV25-ის ცნობით, მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ. მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები