პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია.  პოლიციას მომხდარის შესახებ გატააცებულის დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. 19 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ”,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები