პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მანქანაში ნარკოტიკი აღმოაჩნდა 

პოლონეთში 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც BMW-ს მარკის მანქანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა.

,,35 წლის კაცის მანქანის ჩხრეკისას ვიპოვეთ ორი ტომარა ფხვიერი ნივთიერებით და შუშის კასრი, თეთრი გაურკვეველი ფხვნილით. ის დავაკავეთ და გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ნარკოტესტი გაუკეთეს,” – აცხადებს გდანსკის პოლიცია.

მსგავსი თემები