ღაზის საავადმყოფოდან 31 ჩვილის ევაკუაცია გახორციელდა

ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. 12 ბავშვი მკურნალობისთვის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყველა მათგანი სერიოზულ ინფექციებს და სხვა პრობლემებს ებრძვის.

16 ბავშვი ჩრდილოეთ ეგვიპტის ალ-არიშის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო სამი ჯერ კიდევ სამხრეთ ღაზაშია და მკურნალობენ ემირატის საავადმყოფოში.

ისრაელის ძალებმა ალ-შიფა გასულ კვირას დაიკავეს. კლინიკაში  მას შემდეგ, რაც ინკუბატორები გაითიშა არსებული კოლაფსის ფონზე, რამდენიმე ჩვილი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები