,,დღეს უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება”- ანდჟეი დუდა

“თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას,დღეს უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.

,,თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება… როგორც პოლონეთი, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის NATO-ში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ… იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს”, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები