,,ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება”- სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან.

,,ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს. მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან. თავდაცვის ძალები აკავებენ ხაზს და დიდ ზარალს აყენებენ რუსულ ჯარს, როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით”, – განაცხადა სირსკიმ.

მსგავსი თემები