ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 26 წლის სადაზვერვო ბატალიონის ოფიცერი  და ერთ-ერთი ბრიგადის ჯარისკაცი.

უწყების თქმით, სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მძიმედ დაიჭრა 2 რეზერვისტი და სამი ჯარისკაციც.

 

მსგავსი თემები