სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია – ჰერჩინსკი

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ  განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას.

„ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას“, – განაცხადა ჰერჩისკიმ.

მსგავსი თემები