ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3“.

„არის გეგმა „მაიდან 3“, რომ შეცვალონ პრეზიდენტი. შესაძლოა, არა მკვლელობის გზით, არამედ შეცვლით. ისინი ხელთარსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებენ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წლის ბოლომდე განახორციელონ ახალი ოპერაცია, რომელსაც სახელწოდებაც კი აქვს, თუმცა ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამასთან ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები