აშშ-ში ქუთაისელი “კანონიერი ქურდი” და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს

აშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე “ნათან იუსუპოვი”, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე “თავა”, დავით ტიკარაძე, იგივე “დათო”. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

,,როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს თანხის ამოღების მიზნით ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა ადვოკატმა დემიან უილიამსმა.

მსგავსი თემები