ფინეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს

თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გამო, ფინეთი რუსეთთან საზღვარზე მდებარე ზოგიერთი პუნქტის დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოდან შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ფინეთის მთავრობა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.

ინისტრის თქმით, საკითხს “სერიოზულად უნდა მიუდგნენ და დაიცვან საზღვრის უსაფრთხოება”. მისი თქმით, კონკრეტულად არ იცის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუმცა შესაძლოა ეს ფინეთის ბოლო დროინდელ ნაბიჯებთან იყოს დაკავშირებული.

მისი თქმით, “შესაძლოა რუსეთში ფინეთის საქმიანობაში რაღაც აღიზიანებთ”.

 

მსგავსი თემები