ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდება. სი ძინპინგი სან-ფრანცისკოში უკვე ჩავიდა. პრეზიდენტი, ჯო ბაიდენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ლიდერების 30-ე არაფორმალურ შეხვედრაში.
სი ძინპინი ჯო ბაიდენთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს და ასევე, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნეს ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობა.
პრეზიდენტი სი ძინპინი სან-ფრანცისკოში პირდად პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით გაემგზავრა. ის აშშ-ში 17 ნოემბრამდე დარჩება.