ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა  განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი გამიზნულია როგორც ფულადი დახმარებისთვის, ასევე მოსახლეობის საკვებით, წყლით, საცხოვრისითა და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისთვის, გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვისაც.

ამასთან, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის დამატებით გენერატორებს გაუგზავნის.

გამოყოფილი 100 მილიონი ევრო უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი ევრო კი მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამიზნული.

 

მსგავსი თემები