რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა საზღვარზე ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის განცხადებით,  აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი “ინციდენტის” შემდეგ.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აიცილონ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში“,-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

მსგავსი თემები