სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი  6 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში ჩავიდა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიზნად ისახვას ნორმალური კომუნიკაციის აღდგენას პეკინთან.

სი ძინპინი პირველადაა შტატებში 2017 წლის შემდეგ. ის შეხვდება ჯო ბაიდენს, შემდეგ კი დაესწრება აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს.

სამიტი ბაიდენთან იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის ერთი წლის განმავლობაში.

აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს შესაძლებლობაა, შემცირდეს უთანხმოება ორ ქვეყანას შორის.

 

მსგავსი თემები