„ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია“ – დენის საიმონი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ამერიკელი ექსპერტი აფასებს და აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრამ შეიძლება ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციას“ – ასეთია ამერიკელი ექსპერტის დენის საიმონის მოლოდინი.

„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა მიზნად ისახავს “ურთიერთობების სტაბილიზაციას” მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის… მათ ნამდვილად აქვთ  რთული დღის წესრიგი, რომელთანაც უნდა გაუმკლავდნენ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა მოძებნონ გზა ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის”, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი მოლოდინია, რომ ორივე ქვეყანა და ლიდერები გამონახავენ საუკეთესო გზას დაძაბულობის შესამცირებლად, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი სან-ფრანცისკოში პირდად პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით გაემგზავრა. ის აშშ-ში 17 ნოემბრამდე დარჩება და მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის 30-ე არაფორმალურ შეხვედრაში.

სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს ხვდება

მსგავსი თემები