დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება.

მისი  თქმით, სხვა დეტალებზე მოგვიანებით მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

„ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება თბილისი 2024 წელს. გახსოვთ, გასულ წელს ნაძვის ხეს ფოიერვერკი ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი მოეკიდა. სახანძროს ჩართულობით ჩააქრეს ცეცხლი, თუმცა ნაძვის ხე დაზიანდა და ახალი ნაძვის ხის ყიდვა მოგვიწია. 15 დეკემბერს ვგეგმავთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები