ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციები არ განვითარდა იმ ტემპით, როგორც თავდაპირველად ელოდა, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის ვარიანტი.

„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის ოკუპაციას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამოქალაქო მთავრობა, რომელიც იქ იქნება. რასაც მე ველოდები ღაზის მოსახლეობისთვის, არის აღდგენილი ღაზა. რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ, არის დემილიტარიზებული, დერადიკალიზებული და აღდგენილი ღაზა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

მსგავსი თემები