ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა.  სამხედრო ოპერაციები ყოველდღიურად 4-საათით შეწყდება.

მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში 2 ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და არ იმოქმედებს ღაზაში ბრძოლაზე. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.

მსგავსი თემები