,,სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“ – დოთიაშვილის მეუღლე

მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, – ამის შესახებ  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფიო ანდრიაძემ განaცხადა.

„ამ ეტაპზე არის შეუძლოდ. თავს ცუდად გრძნობს. ლაპარაკის ძალა არ აქვს. იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“, – განაცხადა დოთიაშვილის მეუღლემ.

მსგავსი თემები