გერმანიაში, ქალაქ ოფენბურგის სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, რომელიც სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც შენობიდან პოლიციამ გამოიყვანა.
გამომძიებლების განცხადებით, თავდამსხმელი კლასში შესვენების დროს შევიდა, თანაკლასელს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სწორედ კლინიკაში გარდაიცვალა.