ნატო გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები – კოლომინა

ნატო გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე წერს.

,,ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, კირბალთან ახლოს და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან,”- წერს კოლომინა.

მსგავსი თემები