ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები “ქალაქ ღაზის შუაგულში” იმყოფებიან. მისი თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯარებმა ალყა შემოარტყეს და მოქმედებენ ქალაქში. ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა “გთხოვთ, წახვიდეთ სამხრეთით”.

“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ღაზაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვი. ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

მსგავსი თემები