აშშ-ის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს რესპუბლიკელების მცდელობა, სწრაფად დამტკიცებულიყო ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას.

დემოკრატებმა გააპროტესტეს და ხაზი გაუსვეს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობას,

რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის განცხადებით, დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სენატმა არცერთი დღით არ უნდა გადადოს დახმარების მიწოდება ისრაელისთვის.

 

მსგავსი თემები