შანხაის 632 მეტრიანი ცათამბჯენი (ვიდეო)

შანხაის კოშკი  632 მეტრ სიმაღლისაა და ის მთელ ჩინეთში მეორე ყველაზე მაღალი შენობაა. კოშკი127 სართულისგან შედგება და გაშლილია 578 000 კვადრატზე. პირველი სართულიდან ბოლო სართულამდე ასვლას კი სულ რაღაც 55 წამი სჭირდება. კოშკი  შანხაის მუნიციპალურ მთავრობას ეკუთვნის.

ის 9 სხვადასხვა ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საოფისე, საცალო ვაჭრობასა და დასასვენებელ სექციებს. კოშკის ბოლო სართულიდან კი მთელი შანხაი ხელის გულზე ჩანს და ულამაზესი კადრები იშლება.

კოშკი ამერიკულმა არქიტექტურულმა ფირმამ Gensler-მა დააპროექტა, არქიტექტორი კი ჩინელი ჯუნ სია იყო შანხაიდან.

კოშკს აქვს ერთმანეთზე დაწყობილი ცხრა ცილინდრული შენობის ფორმა. ყოველი სართული კი შემოსაზღვრულია შუშის ფასადის შიდა ფენით. ცხრავე ზონას აქვს საკუთარი ატრიუმი, რომელშიც განთავსებულია ბაღები, კაფეები, რესტორნები და საცალო ვაჭრობის სივრცე და უზრუნველყოფს ქალაქის პანორამული ხედებს.

ეკა გულუა შანხაიდან

მსგავსი თემები