,,მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მისი თქმით, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, დასავლეთის კრიტიკა გასაკვირი არ არის.

„ევროსტრუქტურებსა და მივლინებებში „ქოცებს“ არ დავყავარ, დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები. შესაბამისად, ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ რომ წამიყვანენ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ მივლინებაში ის ხალხი რომ დაგყავს, ვინც ამ ყველაფერს აქ ამბობს და შემდეგ ეს გიკვირს, ეს უფრო გასაკვირია.

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის და გვეუბნებიან – პოლიტიკურად გოიმები ნუ იქნებით, აზრზე მოდითო და თუ ევროპის კარზე აკაკუნებთ,  ევროპელებივით მოიქეცითო.

ქვეყანას „ქართული ოცნება“ რომ მართავს, ეს ყველაზე მეტად ამ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მით უმეტეს ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

,,ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები