პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი დაბლოკეს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, სერგეი დერკაჩის ინფორმაციით, პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი სრულად დაბლოკეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰუმანიტარულ ტვირთს და სამგზავრო ტრანსპორტს დაბრკოლების გარეშე ატარებენ. საუბარია სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „იაგოდინოსა“ და „რავაზე“, სადაც სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, უკრაინელ გადამზიდავებს სპეციალური ნებართვა დაუწესონ ევროკავშირში სამუშაოდ.

აღნიშნული სისტემა ომამდე მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად ნებართვები დროებით გააუქმა.

 

მსგავსი თემები