აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის.

მისი თქმით, ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა.

რაიდერის განმარტებით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.

მსგავსი თემები