აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვედრები გამართოს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან და შემდეგ შეხვედრებს გამართავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში ორჯერ ჩავიდა.