რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა იცინოს ოცნებამ, ვიღაცას სჯერა თუ არ სჯერა, ადამიანის სიცოცხლე არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, ის არის პატიმარი, პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უკვე მინიშნებები, რომ შესაძლოა ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ამას ვერ იზამს, უბრალოდ იმიტომ რომ აღარ იქნება მაგ დროს, მან უნდა გაარღვიოს წრე, უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომა, არ უნდა გაიჭედოს ამ შეცდომაში, უნდა გადააბიჯოს – “არა და არასდროს” და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები აწუხებს, ეს მოიხსნება ეგრევე”, – განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.