ტუნისში, ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

ტუნისში სახიფათო ისლამისტებად წოდებული ხუთი პატიმარი გაიქცა ციხიდან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მათი ფოტოები და მოუწოდა მოქალაქეებს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილონ „ტერორისტული აქტები“.
პატიმრები მორნაგუიას ციხიდან სამშაბათს დილით გაიქცნენ. ისინი ბოლო წლების გახმაურებული, ყველაზე ძალადობრივი თავდასხმების მთავარი მოქმედი პირები არიან.  მათ სახელებს უკავშირებენ არაერთი ტუნისელი პოლიტიკოსის მკვლელობას.

მსგავსი თემები