ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე  თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას.

„ან გაიმარჯვებს მთელი ჩვენი ევროპა, უკრაინასთან ერთად, მოლდოვასთან ერთად და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები