ისრაელი გააგრძელებს ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით,  ისრაელის ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს უახლოეს დღეებში, რათა მოემზადონ ომის შემდეგი ეტაპებისთვის “ჰამასის” წინააღმდეგ.

მისი თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციების მიზანია “ჰამასის” ბოევიკების მოკვლა, ყოვლისმომცველი შეჭრისთვის საფუძვლის ჩაყრა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სადაზვერვო პუნქტების განეიტრალება.

ჰაგარის განცხადებით,  იერიშები ფოკუსირებულია “ჰამასის” მაღალი რანგის მეთაურების ლიკვიდაციაზე, ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

მსგავსი თემები