დადებითი დინამიკაა, გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე – ზურაბ ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისი თქმით,  სააკაშვილითავს უკეთ გრძნობს და დამოუკიდებლადაც გადაადგილდება.

,,გაუმჯობესებულია ასევე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. დადებითი დინამიკა არის ნევროლოგიური სტატუსის მხრივაც. ცდილობს მაინც, უფრო აქტიურად იყოს, მოძრაობს ერთ სივრცეში, გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე. წონაში, რა თქმა უნდა, არის მატება და 70-ზე მეტიც. ნაწილში ჩვენ მათ დასკვნას სრულად ვეთანხმებით, რაღაც ნაწილში. კომპონენტებში შეიძლება ვერ დავეთანხმოთ. ნევროლოგიურიც, მენტალურიც, კოგნიტური მახასიათებლები აბსოლუტურად შენარჩუნებულია, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ ”პირველებთან”.

მსგავსი თემები