ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

უმაღლესმა რადამ კანონი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ მეორე მოსმენით 17 ოქტომბერს მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებად განიხილებიან როგორც ეროვნული, ისე უცხოელი საჯარო მოხელეები, ასევე პირები, რომლებიც ასრულებენ საჯარო ფუნქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი ახლო ნათესავები.

კანონი ითვალისწინებს პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირთა რეესტრის შექმნას და მათთვის უწყვეტ ფინანსურ მონიტორინგს.

აღნიშნულიკანონის მიღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პირობაა.

მსგავსი თემები