დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. სასამართლო 7 ნომებრის საქმეს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დისტანციურად ჩართვა სურს.

,,ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას!თუ ლეპტოპით არ გამოგდით, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება, რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები