უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ – ვიქტორ ორბანი

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შექმნას ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამის ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქით, ვერ ხედავს მიზეზს, რომ უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნოს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წინადადება არ იყო სათანადოდ შემუშავებული და არ ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ამიტომ ჩვენ უარვყავით ეს წინადადება“, – განაცხადა ორბანმა.

 

მსგავსი თემები