მექსიკაში, აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, კურორტ აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ქარიშხლის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები დაინგრა. ასევე დაიტბორა ქუჩები, ჩაძირა მანქანები, დაზიანდა გზები.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 000 ჯარისკაცია განლაგებული აკაპულკოში და სანაპიროზე მდებარე ქალაქებში, რათა უზრუნველყონ მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება.

მსგავსი თემები