,,ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ” – ლავროვის მოადგილე ისრაელის ომზე

რუსეთის წარმომადგენლობა აპირებს ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას კრიზისის მოგვარების მცდელობის ფარგლებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ეწინააღმდეგება ღაზას სექტორის ,,ოკუპაციას” ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში.

,,ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ. არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია მიწა მშვიდობის სანაცვლოდ. ნორმალიზება ისრაელის ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან გასვლის სანაცვლოდ”, – განაცხადა მიხეილ ბოგდანოვმა.

მსგავსი თემები