,,უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.

ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.

 

მსგავსი თემები