ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღება გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა პირველად, პირდაპირ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში. ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, სატელიტის ფოტოები, რომელიც ფაქტს ადასტურებს.

„ჩვენ ვგმობთ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ.

მსგავსი თემები