ახალდაბასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – გზაზე სატვირთო მანქანა გადაყირავდა

ახალდაბასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზის მთლიან სიგრძეზე სატვირთო ავტომობილი გადაყირავდა, რამაც მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

გამოძიება 125 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები