უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
,,მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, 54 თავდასხმა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს”, – ნათქვამია ანგარიშში.