ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს

ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავარცელებს.

,,თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ “ჰამასის” ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ”, – მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას არაბულად აქვეყნებს.

მსგავსი თემები