ეგვიპტემ კორიდორი გახსნა იმ პალესტინელებისთვის, რომლებსაც აშშ-ის პასპორტი აქვთ

კაიროსა და ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგად, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფა“ გაიხსნა იმ პალესტინებისთვის, ვისაც აშშ-ის პასპორტი აქვს.

Washington Post-ის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ამერიკული პასპორტი აქვთ.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები