,,მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია” – ზელენსკი

,,მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია”. ამის შესახებ  ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლია. ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად.

საჰაერო თავდაცვისთვის დამატებითი რაკეტების გარდა, გვექნება ახალი გამშვები. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის სისტემებზე. იქნება სათადარიგო ნაწილები იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. ასევე იქნება არტილერია, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები